18 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
ექიმი გიორგი მაღალაშვილი სცემეს

ნაცემია ცნობილი ნეიროქირურგი, გიორგი მაღალაშვილი. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა ექიმს პაციენტის ახლობელმა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მიაყენა.

დაზარალებულმა მედიკოსმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა. მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები