23 აპრილი 2024,   21:27
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ დაკავებული ექიმისთვის ბრალის დამძიმებაზე მუშაობს

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ დღეს კიდევ ერთ ახალ განცხადებას ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. უწყება განაგრძობს მუშაობას ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ბრალის დასამძიმებლად.

"არსებული მონაცემებით, ის არის შეიარაღებული ძალების თადარიგის კაპიტანი, რომელიც სამხედრო ექიმის რანგში 2008 წლის ომში იღებდა მონაწილეობას. დადგინდა, რომ გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, დილით თბილისიდან საზღვართან მდებარე სოფელ საკორინთლოში ჩამოვიდა. ამის შემდეგ კი, უკანონოდ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის საზღვარი. რადგან გაფრინდაშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გაფრინდაშვილს ლენინგორის სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას კანონის თანახმად დაენიშნა ადვოკატი," - განაცხადა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ეკატერინა ბიაზროვამ.

ქართველ ექიმს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთსა და 2008 წლის ომში მონაწილეობას ედავება.  

დღის ამბები