18 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
ინციდენტი სასამართლოსთან - ოპოზიცია ხელისუფლებას "ტიტუშკების" მიგზავნაში ადანაშაულებს

საქალაქო სასამართლოსთან სადაც დღეს 13:00 საათზე 18 ნოემბერს დაკავებულთა პროცესი უნდა გაიმართოს ინციდენტი მოხდა. ირაკლი ნადირაძის თქმით, ხელისუფლებამ მათ "ტიტუშკები" მიუგზავნა, რომლებიც მათი მისამართით იგინებოდნენ და პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდნენ:

"ვიძლეოდით კომენტარს და იყო ლანძღვა-გინება ჩვენი მისამართით. ასეთი ტიტუშკები ბევრი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მშვიდი, ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ეს ბრძოლა დამთავრდება რუსი ივანიშვილის გასტუმრებით ხელისუფლებიდან," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები