11 სექტემბერი 2026,   04:24
ვრცლად
გიგა მაქარაშვილი საბრძოლო განწყობაზეა - სამოქალაქო აქტივისტი სასამართლო განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს

18 ნოემბრის აქციაზე ერთ-ერთი დაკავებული გიგა მაქარაშვილი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავებული, მას 12-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი შემდეგ.

სამოქალაქო აქტივისტი გუშინ ახალგაზრდა იურისტების ადვოკატმა მოინახულა. რევაზ რევაზიშვილის თქმით, დაკავებული დამაკმაყოფილებელ პირობებშია და სასამართლო განაჩენის გასაჩივრებას პრინციპულად არ აპირებს. 

"ის ფაქტი, რომ გიორგი მაქარაშვილი მისი სასჯელის მოსახდენად გადმოყვანილ იქნა გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ეს თავისთავად ცხადია აჩენს კითხვის ნიშნებს, ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ გართულდეს მისი სამართლებრივი დაცვა," - განაცხადა ადვოკატმა, რევაზ რევაზიშვილმა.

გიორგი მაქარაშვილთან ერთად გორში კიდევ აქციის 2 მონაწილე მოიხდის სასჯელს - ადვოკატი ბექა ბასილაია 12 დღე, ხოლო გიორგი ბუნტური კი საპატიმროში 3 დღე დარჩებიან.

დღის ამბები