მოძრაობა "ლელოს" ახალგაზრდა წევრი ნაცემია. აცხადებს ადვოკატი კახა კოჟორიძე, რომელმაც საპროტესტო აქციაზე დაკავებული გიორგი ბუნტური დღეს გორში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.
ადვოკატის განცხადებით, ბუნტური დაკავების დროს სცემეს. ის, თავდაპირველად საგარეჯოს შემდეგ კი, გორის იზოლატორში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, პატიმარი ნორმალურ მდგომარეობაშია- ამბობს ადვოკატი.
ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების აღწერა საგარეჯოს პოლიციაში მოხდა.