18 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
მიმართა თუ არა სინოდმა პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით - მეუფეების პასუხები ბუნდოვანია

საქართველოს ეკლესიის მაღალიერარქები არ აკონკრეტებენ, მიმართა თუ არა სინოდმა ოფიციალური განცხადებით პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

"სინოდს აქვს ყოველთვის დადებითი პოზიცია და ყოველთვის ღვთის ნებას აცხადებს," - განაცხადა ამ თემასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად თიანეთისა და ფშავ ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა.

რაც შეეხება "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახს, მისი ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის ოფიციალური განცხადების გაგზავნის წინააღმდეგი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილია, შესაბამისად მისი ნების გარეშე დეკანოზს ვერც შეიწყალებენ.

"კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული. კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება. საპატრიარქოში მითხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ,"  - დაწერა თორნიკე მამალაძემ ფეისბუკზე.

დღის ამბები