18 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
პირდაპირ ეთერში უყვიროდა წამყვანს ... - აჭარის ტელევიზიის ახალ დირექტორ​ს ზეწოლაში ადანაშაულებენ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, პირველ ინტერვიუს გადაცემა "მთავარის" ეთერში ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილის უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

"არხმა ისეთი კომფორტული სიტუაცია უნდა შეუქმნას სახელისუფლებო პარტიის წევრ სტუმარს, რომ მას ეთერში მოსვლა სურდეს"- გიორგი კოხრეიძის ეს და სხვა მსგავსი განცხადებები აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებისთვის საგანგაშო სიგნალი აღმოჩნდა.

ტელევიზიის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ კოხრეიძის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში მისვლა სარედაქციო დამოუკიდებლობას ღიად ემუქრება.

"მან ისაუბრა ზუსტად იმ კონტექსტში, რისი მოლოდინიც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში გვქონდა. მენეჯმენტი ამ ვერტიკალს, იმას, რასაც ობიექტური ჟურნალისტიკა ჰქვია, ვერასდროს ვერ შეცვლის, რანაირი მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს,"- განაცხადა ჟურნალისტმა ლაშა ზარგინავამ.

"პირდაპირ ეთერში უყვიროდა წამყვანს, ამავდროულად, ყველას უთითებდა როგორ უნდა მოქცეულიყო. წარმომიდგენია, ეს თუ პირდაპირ ეთერში ხდება, რა მოხდება დახურულ სივრცეში. თვალნათლივ აჩვენა თუ როგორი ქცევის ადამიანია,"- განაცხადა ასლან ჭანიძემ.

დღის ამბები