ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 2 კვირაზე მეტია საოკუპაციო რეჟიმის მძევალია, ვითარება ამ დრომდე უცვლელია.
მსოფლიოს მასშტაბით არ წყდება სოლიდარობის აქციები. რუსეთს ქართველი ექიმის გათავისუფლებას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გაფრინდაშვილის უცხოელი კოლეგებიც სთხოვენ.
გერმანია, საუნივერსიტეტო ქალაქი იენა, ბავარიის მხარე, ქალაქი შონგაუ. ამ აქციების ჯაჭვში ბერლინიც ჩაერთო.
გერმანელი, ავსტრიელი, მექსიკელი და უკრაინელი ექიმები ქართველ მედიკოსებთან ერთად, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.