18 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
8 დღიანი პატიმრობა ლაშა ჩხარტიშვილს - ვალერიან ფილიშვილის მორიგი გადაწყვეტილება

ეროვნული ბიბლიოთეკასთან აქციის დროს დაკავებულ "ლეიბორისტული პარტიის" წევრს ლაშა ჩხარტიშვილს, ადმინისტრაციული წესით 8 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული, რადგან ის სასამართლო დარბაზიდან გააძევეს და 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

მოძრაობა "გაბედეს" წევრების განცხადებით, სასამართლო, ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს.

"როგორც სხვა მაჟორიტარი დეპუტატები ჰყავს 41 ვერცხლად ჩასმული ჯიბეში ბიძინა ივანიშვილს, ანალოგიურად 41 ვერცხლად ჰყავს ჩასმული მთელი სასამართლო ჯიბეში,"- განაცხადა "გაბედეს" წევრმა ცოტნე ვადაჭკორიამ.

ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატის ია სირანაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების საშუალება არ მიეცა.

"ლაშა მის მუჭში მოთავსებულ ლობიოს მარცვლებს ყრის ჰაერში, შემდეგ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ლაშას მიათრევენ ქამრით. მსგავსი დაკავების ფორმა ყოვლად მიუღებელია. მოტაცებით და ჩუმად მოიყვანეს აქ და არ მომეცა საშუალება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მენახა,"- განაცხადა ია სირანაშვილმა.

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებული 3 პირის საქმეს განიხილავს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები