18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და საქართველოში დაინფიცირებული 9500 ადამიანი

​დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 1 დეკემბერს მსოფლიო არაერთ ღონისძიებას მართავს იმისათვის, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ვირუსზე, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში 25 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 40 მილიონი კი დაინფიცირდა.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დაავადებათა კონტროლის ცენტრი და შიდსის ასოციაცია ერთობლივ შეხვედრას მართავენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აღნიშნავს, შიდსის დადგენა გამარტივდა და ამ კუთხით პროგრესი თვალსაჩინოა.

"საქართველოში უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე შეიქმნა განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობები შიდსის პასუხისთვის, რასაც ხელი შეუწყო c-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ და პროგრესი არის თვალსაჩინო," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით,  დაავადების გამოვლენა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემაა.

"ყველაზე დიდი პრობლემაა გამოვლენა, 9500 ადამიანია ქვეყანაში ინფიცირებული და აქედან რეგისტრირებული არ არის დაახლოებით 3000 მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დაავადება გამოუვლენელია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცაავას განცხადებით, საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის მასშტაბური ეპიდემია.

"საქართველომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით შეძლო თავიდან აეცილებინა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია. უახლოეს წლებში დაგეგმილი გვაქვს საქართველოში სრულად დავასრულოთ შიდსის ეპიდემია," - განაცხადა თენგიზ ცაავამ.

დღის ამბები