18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
"ჩვენ ვეუბნებით "ქართულ ოცნებას", რომ ამ სიის დამტკიცება თვითლიკვიდაციის საუკეთესო გზაა" - კახა წიქარიშვილი

უვადო მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით წარდგენილ სარჩელზე, ნინო ლომჯარიამ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს ორი მთავარი არგუმენტი წარუდგინა  - კანდიდატების შერჩევისას გადაწყვეტილების ფარულად, დასაბუთების გარეშე მიღების შესაძლებლობა და გასაჩივრების მექანიზმის არარსებობა.

ომბუდსმენის სარჩელს შეფასებები უკვე მოჰყვა.

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი.

"უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტდება ახლა არის საკვანძო საკითხი იმის გათვალისწინებით, მომავალში გვექნება თუ არა ამ ქვეყანაში პროგრესი. ვერაფერს ვერ ვუზამთ სასამართლოს, რომელშიც გვეყოლება მუდმივად დანიშნული ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლები არიან," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

როგორც კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" თავმჯდომარის მოადგილე კახა წიქარიშვილი აღნიშნავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის დამტკიცება "ქართული ოცნების" თვითლიკვიდაციის ტოლფასი იქნება.

"ჩვენ ვეუბნებით "ქართულ ოცნებას", რომ ამ სიის დამტკიცება თვითლიკვიდაციის საუკეთესო გზაა. "ქართული ოცნება" არის სამართლიანობის იდეაზე დამყარებული პარტია, ყოველ შემთხვევაში, ის 2012 წელს ამ დევიზით მოვიდა ხელისუფლებაში და სამართლიანობა და ჩინჩალაძე ძალიან ვერ ეწყობა ერთმანეთს," - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

დღის ამბები