18 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
სახალხო დამცველი ეუთო/ოდირს ოპოზიციის მიერ შემუშავებულ საკანონდებლო პროექტს ორშაბათს გადაუგზავნის

სახალხო დამცველი ეუთო/ოდირს ოპოზიციის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პროექტს მაქსიმუმ ორშაბათს გადაუგზავნის.

ე.წ. გერმანულ საარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით შემუშავებული მოდელის განხილვას ომბუდსმენი საერთაშორისო ექსპერტებს დაჩქარებული წესით სთხოვს.

"ჩვენ დაწყებული გვაქვს გარკვეული პროცედურები, არსებობს ტექნიკური მხარეები, რომლის მოგვარებაზეც ჩვენ ვზრუნავთ. ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად გადავუგზავნოთ ოდირს ოფიციალური დოკუმენტი, თუმცა, არის გარკვეული ტექნიკური პროცედურები, რომელსაც  ვიცავთ და ალბათ, ყველაზე ბოლო ვადა, რომელსაც ვვარაუდობთ, იქნება ორშაბათი,“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

 

 

დღის ამბები