18 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
მედიკამენტების ფასების შედარება სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით - კონკურენციის სააგენტოს ინიციატივა

მედიკამენტების ფასებისა და ბაზარზე რეგულაციების გაუმჯობესების საკითხებზე დღეს კონფერენციაზე იმსჯელეს.

ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კონკურენციის სააგენტოა, მასში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, შეიქმნება ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას ექნება საშუალება თავისი გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით საქართველოში არსებულ სააფთიაქო ქსელებში კონკრეტული მედიკამენტი ფასის მიხედვით შეარჩიოს.

"ვისაუბრებთ, როგორ არის ბაზარი განსაზღვრული, როგორ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან. ასევე, უნდა შეიქმნას საკმაოდ მოცულობითი ვებპორტალი, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება საქართველოში არსებულ ქსელებში, თავისი გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით ჰქონდეს საშუალება, მოძებნოს მისთვის საინტერესო მედიკამენტები," - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღის ამბები