დაშავებული მოზარდის ძმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობს.
შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს, 112-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე, "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად, გამოიკითხა არასრულწლოვანი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც კედლების მოხატვის ფაქტი უარყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე 115-ე მუხლით დაიწყო. ოჯახი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს.