დამატებითი საპარკინგე სივრცეების მოწყობა და საცობების განტვირთვის გზები - პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ბაკურიანის შემდეგ მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა.
სათხილამურო სეზონის დაწყებამდე შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ამ პროცესისთვის მზადება იყო.
გარდა ამისა, შეხვედრაზე კურორტის დასუფთავების, შიდა და ცენტრალური გზების წმენდის და უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.