18 სექტემბერი 2026,   05:58
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას ოჯახი და მისი ადვოკატი საქმის მასალებს გაეცნენ

ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის საქმის მასალებს გამსახურდიას ოჯახის წევრები და მისი ადვოკატი გაეცნენ. ამ მიზნით ისინი პროკურატურაში მივიდნენ.

ადვოკატი ამირან გიგუაშვილი გამორიცხავს, რომ ცოტნე გამსახურდია ჩხუბში მონაწილეობდა და იმედოვნებს, რომ თავდასხმის მოტივი მალე გახდება ცნობილი. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ გამოძიება დაზარალებულის ოჯახთან სრულად თანამშრომლობს.

ცოტნე გამსახურდიას ძმა კონსტანტინე გამსახურდია იმედოვნებს, რომ გამოძიება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს. მისი თქმით, ოჯახი გამოძიების მსვლელობას მუდმივად მიადევნებს თვალს. 

ცოტნე გამსახურდია გუშინ დაზარალებულად ცნეს. სწორედ ამ სტატუსიდან გამომდინარე მიეცა ოჯახს გამოძების მასალებთან წვდომის უფლება.

დღის ამბები