18 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
რა თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა სასამართლოზე - ადვოკატი ბადრი მანჯავიძე ექიმის უფლებადამცველს ესაუბრა

ადვოკატი ბადრი მანჯავიძე, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას ფლობს, საკუთარი სურვილით ცხინვალში ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვაზე დასწრებას შეეცადა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულ იურისტს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

დღეს, მანჯავიძემ იმ დიალოგზე ისაუბრა, რომელიც პროცესის დასრულების შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატთან, ვლადიმერ ფიდაროვთან და ასევე ე.წ საბადრაგო სამსახურის წევრებთან გაიმართა. 

"იმეორებს ერთსა და იმავესო. ამბობსო, რომ აქ არის საოკუპაციო ჯარები, აქ არის საოკუპაციო რეჟიმი, მე დამაკავა საოკუპაციო რეჟიმის ჯარმა, მე საქართველოს ტერიტორიაზე ვარ და არაფერი დამიშავებიაო. ადვოკატმა მითხრა, ვთხოვე, გაჩუმებულიყო და დუმილის უფლება გამოეყენებინა, მაგრამ ის არ ჩერდება და როგორც წინა, ასევე ამ სასამართლოზე იმეორებს თავისას. მე უძლური ვარო. ისიც მითხრა ადვოკატმა, რომ აქ სამართლის პოვნა როგორ წარმოგიდგენიათ, სამართალი არ არსებობსო,"- განაცხადა ბადრი მანჯავიძემ.

ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა. 20 დეკემბერს  მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

დღის ამბები