დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრის საპირისპირო განცხადებას აკეთებს და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
შეგახსნებთ, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ გრიპის ვაქცინა პანაცეა არ არის.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში რეკომენდირებულია მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის და მისი ჩატარება მნიშვნელოვანია.
"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის აუცილებელ ანუ მანდატორულ აცრათა კალენდრებში არცერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენციული საშუალება გრიპის პროფილაქტიკისა. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ ჯგუფებისთვის," - განაცხადა გამყრელიძემ.