18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ჯერ მილიონები დააფარინონ თავის საყვარელ მედიასაშუალებებს, მერე მოგვთხოვონ ჩვენ - ინგა გრიგოლია

ტელეკომპანია "პირველის" გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია, ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელეკომპანიების ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხს ეხმაურება.

ინგა გრიგოლიას განცხადებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ტელეკომპანიამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში შესატანი გადასახადები, თუმცა ჟურნალისტი სახელმწიფოსა და ფინანსთა სამინისტროს მოუწოდეს, დავალიანებების გადახდა ჯერ მათი რჩეული ტელეკომპანიებით დაიწყონ.

"ეს ბევრჯერ გავიმეორე, მაგრამ ეს ისევ უნდა გავიმეორო, ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში გადასახადები და ხო, ჩვენ, რომ გაჭირვებული ქვეყანა ვართ, ბიუჯეტში ხალხის ფული, რომ არის შესატანი - ამას ვამბობთ ჩვენც, ვეთანხმები, ოღონდ დაიწყონ ტელეკომპანია "იმედიდან", დაიწყონ "მაესტროდან", რატომ აპატიეს ამდენი მილიონი? ვინ იღებს ამას თავის თავზე? "ტვ პირველის" 3-თვიანმა დავალიანებამ გაწყვიტა წელში ბიუჯეტი? არა.

ჯერ მილიონები დააფარინონ თავის საყვარელ მედიასაშუალებებს, მერე მოგვთხოვონ ჩვენ," - აცხადებს ინგა გრიგოლია.

"რუსთავი 2", "ტვ პირველი" და ტელეკომპანია "კავკასია" - მიმდინარე დავალიანებების გამო შემოსავლების სამსახურმა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვა დააწესა. გაფრთხილებიდან ერთ დღეში, ფინანსთა სამინისტრომ სამ ტელეკომპანიას ინკასო დაადო.

დღის ამბები