09 სექტემბერი 2026,   02:57
ვრცლად
ირაკლი მეზურნიშვილი: ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე

საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ტოკიოში გამართული ოფიციალური შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე შედგა.

მანვე აღნიშნა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ტოკიოში, იაპონიის პარლამენტში შევხვდით საქართველოსა და იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ აისავას. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე. იაპონია არის ძალიან დიდი მეგობარი ჩვენი ქვეყნის, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ძალიან აქტიურად უჭერს მხარს.
ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. მოგეხსენებათ, იაპონიას მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკა აქვს, 4 ტრილიონი მთლიანი შიდა პროდუქტით​.

ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ-იაპონური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.“- განაცხადა მეზურნიშვილმა.

დღის ამბები