18 სექტემბერი 2026,   04:19
ვრცლად
საღამოს ყადაღა, დილით სასამართლო, ამ მთავრობის მორალი ესაა - ავთანდილ წერეთელი TBC ბანკის საქმეზე

საქალაქო სასამართლოში "თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლების პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე დღეს  მოწმეებს დაკითხავენ.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს, "თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. საუბარია 16 მილიონზე. 

ბრალდებულები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ და მიმდინარე პროცესის უკან, ბიძინა ივანიშვილის კვალს ხედავენ. 

აღსანიშნავია, რომ საქმეში ბრალდებულია ავთანდილ წერეთელიც, მისი ადვოკატის თქმით, კარგია, რომ ეს ეტაპი დაიწყო, თუმცა ბრალდებულების საწინააღმდეგო რაიმე ჩვენება მიცემული ვერ იქნება. 

"მოლოდინი იმისა, რომ ბრალდებულების საწინააღმდეგო რაიმე ჩვენება იქნება მიცემული არ გვაქვს, ვინაიდან საქმეში მსგავსი მტკიცებულებები არ არის, შესაბამისად, კარგია რომ ეს ეტაპი დაიწყო," - აღნიშნა ავთანდილ წერეთელის ადვოკატმა, კახა წერეთელმა. 

ამ საკითხზე მოკლე კომენტარს აკეთებს თავად ავთანდილ წერეთელიც.

"საღამოს ყადაღა, დილით სასამართლო, ამ მთავრობის მორალი ესაა," - განაცხადა ბრალდებულმა ავთანდილ წერეთელმა. 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები