ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს წინასასამართლო სხდომის ვადის 60 დღით გადაწევის შუამდგომლობით მიმართა.
საქმე ეხება ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის წაყენებულ ბრალს,რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე გულისხმობს.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მოსამზადებლად სასამართლოს მეტი დრო უნდა მიეცა.
"15-წლიანი გამოძიების საქმეზე, სადაც 16 ტომია, მოსამართლემ მოგვცა დაცვის მოსამზადებლად 40 დღე. დღეს სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით ამის თაობაზე. დაცვის მომზადება მეტ დროს მოითხოვს, ამდენი წელი იძიებდნენ მითუმეტეს," განაცხადა უფლებადამცველმა.