27 აპრილი 2024,   08:13
ვრცლად
მუსიკოსების ოჯახური და პროფესიული ტანდემი - უვე ბერკემერისა და ბელა მახარაძის საახალწლო სამზადისი

უვე ბერკემერისა და ბელა მახარაძის ოჯახში საახალწლო სამზადისი გერმანული პუნქტუალობით და ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ქართულ-გერმანული ოჯახის ტრადიციული საშობაო და საახალწლო სუფრაც ორი ქვეყნის მთავარ კულინარიულ შედევრებს აერთიანებს.

მევიოლინე ბელა მახარაძე სოფელი ნატანებიდან არის და გურული მოხერხებულობით საახალწლო სუფრის გაშლასაც თავად ახერხებს და თითოელი წევრისთვის საჩუქრებსაც თავად არჩევს. მუსიკოსი უვე ბერკემერი უკვე ტრადიციულად შობას და ახალ წელს საქართველოში ხვდება, ქართული ენაც შეისწავლა და როგორც ამბობენ სადღეგრძელოებიც გამოსდის.

მუსიკოსების ოჯახური და პროფესიული ტანდემი 15 წლის წინ დაიწყო. საკუთარი შემოქმედებით ბელა მახარაძედა უვე ბერკემერი გერმანიაში ეგრედ წოდებული ელჩების მისასაც ითავსებენ. ქართულ კულტურა სხვადასხვა ქალაქებში ჩააქვთ და კონცერტების გარდა, წყვილი დუსელდორფში მუსიკალურ სკოლაში ბავშვებს ქართულ სიმღერასაც ასწავლიან.

მუსიკოსები მომავალი კონცერტისთვის ემზადებიან. კონსერვატორაში დაგეგმილ საღამოზე მევიოლინე ბელა მახარაძეს აკომპანიმენტს ტრადიციულად მეუღლე გაუწევს.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები