18 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
"სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღის რეფორმა უკან მიდევნებული ლამპარივითაა, მისი შედეგიანობა ნულის ტოლია" - ანა დოლიძე

სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა ამოქმედდა. იუსტიციის საბჭო სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნისას უკვე ვალდებულია გადაწყვეტილების არგუმენტები წარმოადგინოს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ცვლილებას კოსმეტიკურს უწოდებენ და ამბობენ, რომ სინამდვილეში მართლმსაჯულების სისტემის მთავარ პრობლემა კლანური მმართველობაა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ფიქრობს, რომ სასამართლოში მყოფი ხალხის გამო მეოთხე ტალღის რეფორმას შედეგი არ ექნება.

"სამწუხაროდ მეოთხე ტალღის რეფორმა უკან მიდევნებული ლამპარივითაა, მისი შედეგიანობა ნულის ტოლია ამ ხალხის პირობებში ვინც ჩვენ სასამართლოში გვყავს," განაცხადა ანა დოლიძემ.

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი აღნიშნავს, რომ ეს იქნება კოსმეტიკური ცვლილება, რომელიც ცვლილებას უბრალოდ გარედან შეალამაზებს.

"ეს იქნება ფორმალური ხასიათის, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საბჭო არ მიუდგება ამ ცვლილებას საფუძვლიანად და შინაარსობრივად, მე ამას დავარქმევდი კოსმეტიკურ ცვლილებას, რომელიც იუსტიციის საბჭოს ცვლილებას უბრალოდ შეალამაზებს,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები