11 სექტემბერი 2026,   08:14
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - უწყება მოკლებულია შესაძლებლობას პარალელური გამოძიება აწარმოოს

სახელმწიფო ინსპექტორი 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე განმარტებას აკეთებს.

უწყების ცნობით, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს პარალელური გამოძიება პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე.

"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა. პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია რამდენიმე მუხლით, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე მუხლს.

რაც შეეხება საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაქვემდებარებას, საქართველოს კანონმდებლობით ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურას," - აღნიშნავენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. 

2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ 24 წლის მურად წურწუმიას სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმაც, რომელმაც დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო. 

დღის ამბები