თელავის უნივერსიტეტის პროფესორი, მეზობელს თავდასხმაში ადანაშაულებს.
მკვლევარი თენგიზ სიმაშვილი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლში, ცოტახნის წინ, მისი ნაცნობი, რომელიც მისივე მტკიცებით "ქართული ოცნების" აქტივისტია თავს დაესხა. მანამდე კი მასზე არაერთი მუქარა განახორციელა.
"ამ ადამიანის ბავშვის ნათლია ვარ, მაგრამ შეხება არ მქონდა წლებია. გოდერძიშვილმა ჩემს მეგობრებთან საუბარში რამდენჯერმე ახსენა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ახლობელია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მერთან ნათესაური კავშირის გამო დამიპირისპირდა, რადგან ჩვენ ახლა შევიტანეთ მოთხოვნა რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნაზე.
ნარეკლიშვილს კი მუზეუმის გახსნა არ სურს. ვფიქრობ, ეს მუქარაც და თავდასხმაც მერის განწყობას უკავშირდება," - აღნიშნა თენგიზ სიმაშვილმა.
შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, სიმაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ის პროკურატურას მიმართავდა.