21 დეკემბერი 2024,   17:53
ვრცლად
"აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით"- კარლ ჰარცელი

აფხაზეთში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პირველი კომენტარი გააკეთა. ის აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ ინციდენტებს, რაც ხდება აფხაზეთში. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მაქვს საქმეზე სრული სურათი, თუ რა ხდება იქ და რა არის ამის მიზეზი. თუმცა გეტყვით, რომ კონტაქტზე ვარ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომ დავადგინოთ ის მოვლენები, რაც დღეს აფხაზეთში ხდება და ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას ჩემთვის,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, ოპოზიციური კანდიდატის ალხას კვიცინიას ​მომხრეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. 9 იანვარს აქციის მონაწილეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.

დღის ამბები