23 აპრილი 2024,   17:09
ვრცლად
"არის სიგნალები, რომ ამ მედიკამენტებით შავ ბაზარზე ვაჭრობდნენ"- ენმ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

დაიწყება თუ არა გამოძიება აუდიტის დასკვნაზე, რომელიც C ჰეპატიტის სამკურნალო ვადაგასულ მედიკამენტებს ეხება - დანაშაულის სავარაუდო ნიშნებით დაინტერესებას შესაბამის უწყებებს "ნაციონალური მოძრაობა" სთხოვს.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, იკვეთება თუ არა კორუფციის ნიშნები და იყიდებოდა თუ არა შავ ბაზარზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული პრეპარატი.

"ეს არის, ფაქტობრივად, დაუდევრობის, თავმოუბმელობისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტები ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე. არის გარკვეული სიგნალები, რომ ამ მედიკამენტებით ვაჭრობდნენ, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროკურატურამ ამ საკითხის გამოძიება,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, C ჰეპატიტის სამკურნალო ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს გაუვიდა. აუდიტის დასკვნა, რომელმაც ჯანდაცვის უწყებაში C ჰეპატიტის პროგრამის ხარვეზები გამოავლინა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულ მედიკამენტებს ეხება. 

დასკვნის მიხედვით, 2016 წლის თებერვლიდან სამკურნალო პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − "ჰარვონი", რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების მოხმარება.

დღის ამბები