11 სექტემბერი 2026,   03:17
ვრცლად
2020 წელს შეიცვლება "ქართული ოცნება" და შეიცვლება წნეხი მართლმსაჯულების სისტემაზე - კახა კოჟორიძე TBC-ს საქმეზე

ბრალდების მხარის მოწმეების მოსმენით გაგრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი.

ბრალდებულების უფლებადამცველის თქმით, საქმეში არ იკვეთება დანაშაულის დამამტკიცებელი გარემოებები და ეს პროცესი პოლიტიზირებულია მმართველი გუნდის მხრიდან.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის განმარტებით, 2020 წელს არჩევნების შედეგად ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და შესაბამისად, კახა კოჟორიძის თქმით, სასამართლო სისტემაზე წნეხიც შეიცვლება.

"მიუხედავად იმისა, რომ ყველა იმას ამბობს, ვინც კი საქმის მასალები გადაშალა, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, მოლოდინი არის ნებისმიერი. რასაც ჩათვლის "ქართული ოცნება", რომ აი ეს გვაწყობს პოლიტიკურად, გადაწყვეტილება იქნება ისეთი. 2020 წელს უკვე არჩევნების შედეგად შეიცვლება "ქართული ოცნება" და შეიცვლება წნეხი მართლმსაჯულების სისტემაზე, ხოლო თავისუფალი სასამართლო რა თქმა უნდა, მაშინვე გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

დღის ამბები