საქალაქო სასამართლოში, სადაც TBC ბანკის საქმეს განიხილავენ, პროცესის დაწყებამდე "ლელოს" ლიდერებმა უკვე ტრადიციული პრეზენტაცია გამართეს.
მოძრაობის ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.
პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი დღითიდღე უარესდება, ბიუჯეტში ადამიანების ჯიბიდან შესული ფული კი "უყაირათოდ" იხარჯება.
"პროგრამა, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ დანერგა არის სრულიად არაეფექტური და არამდგრადი. შეიქმნა კორუფციის ხვრელები და სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი უარესდება, რაც მიუთითებს, რომ თანხები ცუდად იხარჯება, რომელიც ბიუჯეტში ჩვენი გადასახადებიდან შედის," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.