26 აპრილი 2024,   22:30
ვრცლად
დაზიანებული შიდა გზები და გაზიფიცირების პრობლემა - წყალტუბოში აქცია გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. სორმონის მოსახლეობა სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, სოფელში შიდა გზები დაზიანებულია და გადაადგილება უჭირთ. ამასთან, სოფელი გაზიფიცირებული არ არის, ადგილობრივებს კი შეშის მოჭრის უფლებას არ აძლებენ, რის გამოც ზამთარში გათბობის პრობლემა აქვთ.

ადგილობრივების პროტესტს შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

"არაერთი პრობლემა გვაქვს, გზაა არ არის, ვერ დავდივართ, ავტობუსიც კი არ მოდის უგზოობის გამო, თუმცა ამ ზამთარში ყველაზე დიდი პრობლემა, გაზიფიცირებაა. გაზი არ არის შემოყვანილი, შეშის მოჭრის უფლებას არ გვაძლევენ. ზამთარში ვერ ვთბებით, ამ პრობლემების გამო სოფელი დაიცალა. მხოლოდ საარჩევნოდ მოდიან და გვპირდებიან, თუმცა დაპირებად რჩება," - განაცხადეს ადგილობრივებმა. 

აქციის პარალელურად შეიკრიბა რამდენიმე ადგილობრივი, რომელთა თქმითაც, სოფელს გზის პრობლემა არ აქვს და გაზიფიცირებაც მალე მოხდება.

დღის ამბები