თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე, ორი სამართალდამცველი დაიკითხება.
ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული, ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მათ მხოლოდ იმიტომ ედავებიან, რომ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ. მისი უფლებადამცველი კადრების ფაბრიკაციაზე საუბრობს. გიორგი გელხაურს უკანონო გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი კი საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე მიმდინარე პროცესს "კლოუნადად" მოიხსენიებს, მისი თქმით არ არსებობს მოწმე, ვინც ბრალდებულთა დანაშაულს დაადასტურებს.
20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს.