მიცვალებულთა პენსიის მითვისების საქმე - ზუგდიდში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირი დააკავა. ინფორმაცია "კურიერს" უწყებაში დაუდასტურეს.
დაკავებულია სულ ხუთი პირი, რომელთა შორის რამდენიმე ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 70 ათას ლარზე, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მიითვისეს.
როგორც ფინანსურ პოლიციაში აცხადებენ, თაღლითურ სქემასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს სამართალდამცველები მოგვიანებით გაასაჯაროებენ.