08 სექტემბერი 2026,   10:07
ვრცლად
კორონავირუსის გამო საქართველოს საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა, ბოლო მონაცემები დღეს 12 საათზე გახდება ცნობილი

კორონავირუსის საფრთხის ფონზე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დღეს შეაჯამებს. ბოლო მაჩვენებლებს უწყება დღეს 12 საათზე გაავრცელებს.

ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კონტროლის კუთხით სიტუაცია გამკაცრებულია.

29 მარტამდე შეჩერებულია პირდაპირი ფრენები ჩინეთთან.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ბოლო პერიოდში საზღვარზე კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდა.

"საქართველოში უფრო მეტად იმატებს კონტროლის სიმძლავრე, მთავარი ამოცანა კი ინფექციის შემოტანის პროფილაქტიკაა, ასევე თუ დაინფიცირებული ადამიანი შემოვიდა საზღვარზე, მას აუცილებლად უნდა გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები