08 სექტემბერი 2026,   13:22
ვრცლად
რაც არ უნდა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ეს ადამიანები, როდესაც მათ პატრონი დაავალებს, კვლავ ჩაერთვებიან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში - არჩილ გორდულაძე

ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთ-ბრალდებების მორიგი ტალღაა - დაპირისპირება ამჯერად "ნაციონალურ მოძრაობას", პარტია "ახალსა" და ყოფილ "გირჩს" შორის გამწვავდა.

პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს განხეთქილების შეტანის მცდელობასა და სხვისი რესურსით პოლიტიკურ მანიპულირებაში ადანაშაულებენ. კრიტიკის მთავარი თემა ისევ ამომრჩევლისა და პოლიტიკური კაპიტალის გადანაწილებაა. ლიდერები ერთმანეთს ფარულ კოორდინაციასა და შესაძლო კოალიციებზე მიანიშნებენ, თუმცა ბრალდებებს ყველა მხარე უარყოფს. აღნიშნულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს მმართველი გუნდი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, ერთი მხრივ, საკუთარი აქტუალობის წარმოჩენას, ხოლო მეორე მხრივ, მათი მხარდამჭერების წინაშე თავის წარმოჩენას ემსახურება.

"ერთი საკითხია ამ ბნელ ძალთა დაპირისპირება, რომელიც საკუთარი თავის აქტუალიზაციის მცდელობაა ერთი მხრივ, და მეორე მხრივ - პატრონებთან საკუთარი თავის წარმოჩენისაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რაც არ უნდა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ეს ადამიანები, როდესაც მათ პატრონი დაავალებს, რომ იბრძოლონ საქართველოს წინააღმდეგ, ისინი კვლავ ჩაერთვებიან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

 

დღის ამბები