ჩინეთის 9 მოქალაქე, მათ შორის 2 არასრულწლოვანი, ყაზბეგიდან თბილისში გადმოიყვანეს. მათ შესაბამისი კვლევები ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდებათ. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ.
"მოიყვანეს უკვე 9 ჩინელი, რომლებიც ასევე აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ, ამ 9 ადამიანიდან ორს, ტყუპ ბავშვებს, აღენიშნება ტემპერატურის მომატება, შესაბამისად, არსებული რეკომენდაციებით, ეს ბავშვები მიჩნეული არიან ვირუსის შესაძლო შემთხვევად და ისინი მოთავსებული იქნებიან ბოქსირებულ განყოფილებაში და ჩაუტარდებათ ყველა საჭირო გამოკვლევა. თუ კორონავირუსი გამოირიცხა, ისინი ჩაიტარებენ ჩვეულებრივ მკურნალობას,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.