არის თუ არა საქართველოში კორონავირუსი - დღეს გახდება ცნობილი. სამედიცინო დასკვნა საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით, რომელიც სამშობლოში ქალაქ უხანიდან დოჰას გავლით დაბრუნდა, რამდენიმე საათში უკვე მზად უნდა იყოს. პაციენტი ქალბატონია. ის ცხელებითა და რესპირაციული ინფექციის სხვა ნიშნებით ინფექციურ საავდმყოფოში თვითდინებით მივიდა და მას შემდეგ ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
კლინიკაში იმყოფება კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, ასევე ქართველი, რომელიც ჩინეთში იმყოფებოდა. რაც შეეხება ამავე საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეებს - სწრაფმა ტესტმა დაადასტურა, რომ ორ მცირეწლოვანს A ტიპის ვირუსი აქვს.
"ჩინეთის მოქალაქეებს, ამ ეტაპზე, ჩვენთან ჩატარებული კვლევით დაუდასტურდათ A ტიპის გრიპი. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, მაგრამ დიდი ალბათობით, არც ჩინეთის და არც საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აქვთ. თუმცა, საჭიროებენ სტაციონარში დაკვირვებას, რათა შეფასდეს შემდეგ დინამიკაში მათი მდგომარეობა,"- განაცხადა ექიმ-ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.