18 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ამერიკელი მეცნიერების ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, წითურას ვაქცინა კორონავირუსისგან იცავს - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ იმ თეორიებზე ისაუბრა, რომელზეც მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მსჯელობა მიმდინარეობს. იმნაძის ინფორმაციით, ამერიკელი მეცნიერების თეორიის მიხედვით, წითურას ვაქცინა ამ ვირუსისგან იცავს.

"მიმდინარეობს ეპიდომოლოგიური კვლევები. არის ძალიან ბევრი მოსაზრება და თეორია გამოთქმული. ამერიკელი მეცნიერების ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, წითურას ვაქცინას შეუძლია დაიცვას ამ დაავადებისაგან, ეს არასპეციფიკურად. არის ასეთი მოსაზრება, იმიტომ რომ ბავშვები ნაკლებად ავადობენ, ბავშვებში, პრაქტიკულად, საერთოდ არ არის მძიმე შემთხვევები, ასევე ახალგაზრდებში, მაშინ როდესაც უმრავლესობა შემთხვევების, რომელიც გარდაცვლილია, არის 70 წელს გადაცილებული ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ არ არის მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა.

დღის ამბები