18 სექტემბერი 2026,   07:59
ვრცლად
ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატზე დღეს წლის პირველ შეხვედრას გამართავენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რაგბიში ევროპის ჩემპიონატზე დღეს საღამოს წლის პირველ შეხვედრას გამართავს.

ქართველი "ბორჯღალოსნების" მეტოქე რუმინეთის გუნდი იქნება. ჩვენი ნაკრები ტიტულის მოგებას მეცამეტედ ეცდება.

ლევან მაისაშვილის გუნდს ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასისთვისაც მოუწევს ბრძოლა, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის მეცხრამეტედ თამაშდება.

ჩვენებს თასი 12-ჯერ აქვთ მოგებული, ხოლო რუმინელები ამ ტიტულს 6-ჯერ დაეუფლნენ.

ბორჯღალოსნებს რუმინელებთან შეხვედრაში მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა ნაკრების რიგებში მე-60 იქნება. დღევანდელი მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება.

"მოლოდინი მაქვს, რომ მოვიგებთ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მორაგბეები უკმაყოფილოენი არიან რაღაც შედეგებით და ამის გამოსწორებას დღევანდელი დღიდან დაიწყებენ შემდეგ მსოფლიომდე," - განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ ნონო ანდღულაძემ.

დღის ამბები