11 სექტემბერი 2026,   07:10
ვრცლად
“შეცვალეს” აქტივისტების ცემაში ბრალდებულს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ზუგდიდის სასამართლომ მოძრაობა "შეცვალეს“ წევრების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოქალაქე ნუკრი გოგუას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, მან 30 იანვარს ჩხოროწყუში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა  "შეცვალეს" წევრებს. მოძრაობის წევრები სასამართლომ დაზარალებულად ცნო.

დღის ამბები