18 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ბათუმში სანდასუფთავების მანქანა ქვეითს დაეჯახა - 80 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში სანდასუფთავების მანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 80 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მანქანის მძღოლი სამართალდამცავებს შემთხვევის შემდეგ თავად ჩაბარდა.

სანდასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, მძღოლი ქვეითს დაეჯახა თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა, ვიდეოკამერების ჩანაწერებში დაზუსტებით არ ჩანს.

"მძღოლი გამოკითხვაზე იმყოფება, შემთხვევის შემდეგ ჩაბარდა. კადრებში ნათლად არ ჩანს, დაეჯახა თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა. ცხედარი მოულოდნელად გაჩნდა,"- განაცხადა სანდასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა შოთა თოდაძემ. 

შემთხვევა ბათუმში დილის 7 საათზე მოხდა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

დღის ამბები