ახალი კორონავირუსი ჩინელმა ექიმმა ლიმ ჯერ კიდევ დეკემბერში აღმოაჩინა. ეპიდემიის გავრცელებამდე მედიკოსმა კოლეგებს თავისი ვარაუდის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით მიაწოდა.
ექიმი ლი ამ გაფრთხილების შემდეგ ცრუ პანიკის დათესვაში დაადანაშაულეს.
ექიმი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობდა, ინფიცირებული თავად აღმოჩნდა. მისი გაფრთხილებიდან ერთი თვის შემდეგ, ვირუსს 26 ქვეყანაში ებრძვიან. ეპიდემიის ცენტრიდან კი, ათობით ქვეყანას თავისი მოქალაქეები გაჰყავს.
ავსტრალიამ ქალაქ უხანიდან ევაკუირებული მოქალაქეები ინდოეთის ოკეანეში შობის კუნძულზე საიმიგრაციო ცენტრში განათავსა.
241 ადამიანი კუნძულზე ორ კვირას გაატარებს, ამ პერიოდში კი მათ ექიმები დააკვირდებიან.
კორონავირუსი ჩინეთის გარეთ უკვე 27-ე ქვეყანაში, ბელგიაშიც დაფიქსირდა.