"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობას და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს ინფორმაციის საჯაროობას სთხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ პარტიამ ოფიციალურად 40-მდე უწყებისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია და მხოლოდ რამდენიმესგან მიიღო, ისიც ნაწილობრივ.
საუბარია აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობებსა და სახელფასო დანამატებზე. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნორმა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ დარღვეულია და რეგიონში სხვადასხვა უწყების მუშაობა არ არის გამჭვირვალე.