18 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, მარტყოფის მონასტერში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

"კურიერის" ინფორმაციით, მარტყოფის მონასტერში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

"კურიერმა" მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ვინაობაც დაადგინა. პირი, რომელიც ღვთაების მონასტრიდან დანაშაულის შემდეგ გაიქცა, კახაბერ შელიაა.

როგორც აღმოჩნდა, ეს არ არის ერთადერთი მკვლელობა, რომელშიც ეჭვმიტანილი ფიგურირებს. კახაბერ შელიას 2000 წელსაც აქვს მკვლელობა ჩადენილი. მაშინ მას საკუთარი მეზობლის, ახალგაზრდა გოგონას მკვლელობას ედავებოდნენ. ამ მკვლელობის გამო კახაბერ შელიამ 18 წელი ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოიხადა. 

"კურიერი" სენაკში, ეჭვმიტანილის მეზობლებს ესაუბრა. მათი თქმით, დანაშაულის მოტივის და კახა შელიასა და მისი ოჯახის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან.

შეგახსენებთ, რომ მარტყოფის ღვთაების მონასტერში მამაკაცი ყელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. მისი გვამი კელიაში 5 თებერვალს, დილის 4 საათზე იპოვეს.

დღის ამბები