11 სექტემბერი 2026,   08:14
ვრცლად
ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა, მგზავრები დახმარებას ითხოვენ

გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ზვავსაშიშროებაა, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის აიკრძალა.

მგზავრები დახმარებას ითხოვენ. როგორც ამბობენ, მათ დასახმარებლად ამ დრომდე არავინ მისულა. უკვე 4 საათია გაჩერებულები არიან, ამინდი კი უფრო და უფრო უარესდება. 

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ჯერჯერობით უცნობია როდის მოხერხდება გზის გახსნა. 

"საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაწესებული აქვს რეჟიმები ნახევარმისაბმელიან და მისაბმელიან ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე. რაც შეეხება კობი-გუდაურის მონაკვეთს, ამ ეტაპზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია. როგორც კი მოგვეცემა გზების გაწმენდაზე რეკომენდაცია, მაშინვე დაიწყება ეს პროცესი," - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა. 

დღის ამბები