ჩინეთში ბოლო რამდენიმე საათში ვირუსს კიდევ 83 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობა უკვე 813-ია.
უხანში მკვლელი ვირუსით ამერიკის და იაპონიის მოქალაქეები დაიღუპნენ. ჩინეთში ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. ეპიდემიის ეპიცენტრიდან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება.