11 სექტემბერი 2026,   03:16
ვრცლად
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. ყინვისა და თოვლის გამო გადადგილება აკრძალულია ვერონა-შუამთის მიმართულებით.

გზის ამ მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. თბილისის მიმართულებით გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

20-ზე მეტი ავტომანქანის მძღოლი გზის გახსნას ელოდება. მათი საბურავები დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

გომბორის უღელტეხილზე სამუშაოები დაწყებულია, სპეციალური სამსახურები გზებს ასუფთავებენ და მარილს ყრიან.

დღის ამბები