გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლამდე საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება: ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.
კობი-გუდაური ამ დროისთვის ისევ ჩაკეტილია. საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერების 4 კილომეტრიანი რიგია. გზის ამ მონაკვეთზე არ უშვებენ არც მსუბუქ მანქანებს. გზაზე ზვავსაშიშროებაა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერც გაწმენდითი სამუშაოები იწყება. მძღოლების ინფორმაცით, უკვე სამი დღეა გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
პრობლემებია გურიაშიც, სადაც ლანჩხუთში, აცანა-შუხუთის დამაკავშირებელი 5 კილომეტრიანი გზა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის ჩაკეტილია.