ზურა თოდუამ გენპროკურატურაში, ცოტა ხნის წინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგი შავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ საჩივარი შეიტანა.
საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგაშვილის განჩინებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ვალდებული იყო გიორგი ჯანაშიას და გოგა ბარბაქაძის სისხლის სასამართლოს საქმეზე მიღებული განაჩენი და საქმეზე არსებული სხდომის ოქმები გადაეცა ადვოკატისათვის, რაც ა. ზურა თოდუას თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. კალანდიას უფლებადამცველი 5 მოწმის დაკითხვას ითხოვს, მათ შორის პარლამენტის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის.
"საქმე გვაქვს პოლიტიკურ დაკვეთასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მალავს იმ საიდუმლო გარიგებას, რასაც ადგილი ჰქონდა გენერალურ პროკურატურასა და გიორგი ჯანაშიას შორის, რაც სავარაუდოდ იმისათვის არის გამიზნული, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მოიპოვონ რაიმე მტკიცებულება, რომ პატიმრობაში მისცენ ადამიანი.
სასამართლოს წინაშე ვაყენებ შუამდგომლობას 5 მოწმის დაკითხვაზე, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ, მათ შორის ერთ-ერთია საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი,"- განაცხადა ზურაბ თოდუამ.