27 აპრილი 2024,   01:51
ვრცლად
მაშველები კურორტ თეთნულდზე დაკარგულ ტურისტს ეძებენ

მესტიაში, კურორტ თეთნულდზე მაშველები უკრაინელ ტურისტს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. მასში თეთნულდის, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მოხალისეები არიან ჩართულები.

კურორტ "თეთნულდის" სამაშველო სამსახურის უფროსის ლევან ქურდიანის ინფორმაციით, უკრაინელი მამაკაცი ჯგუფთან ერთად გუშინ სწორედ იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც ზვავი ორჯერ ჩამოწვა.

სწორედ მათგან მიიღეს მაშველებმა შეტყობინება, რომ უკრაინის მოქალაქე მას შემდეგ არ უნახავთ და არც სასტუმროში გამოჩენილა. ზვავი თეთნულდზე გუშინ ჩამოწვა და 4 ჩეხი ტურისტი მოიყოლა, ერთი მათგანი მსუბუქად დაშავდა.

მაშველები დამსვენებლებს სიფრთხილისკენ და ზვავსაშიშ ზონაში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

დღის ამბები